დროშა და ემბლება

დროშა და ემბლება

 

 

 

 

 

 

2019 წლის 21 დეკემბრიდან სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი დროშა და ემბლემა აქვს. 

2019 წლის დასაწყისში სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის ბრძანებით ახალი ემბლემის შექმნის მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია რომ ძველ სიმბოლოში არსებული ოთხ ნაწილად გაყოფილი ფარის მაგივრად ახალ ლოგოზე ასახულიყო ერთიანი კომპოზიცია. საბოლოოდ, თავდაცვის სამინისტროსა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობით შემუშავდა სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სიმბოლიკა: სამხედრო-საბრძოლო დროშა და ემბლემა.