გზამკვლევი რეინჯერის კურსზე ჩასარიცხი კანდიდატებისათვის

გზამკვლევი რეინჯერის კურსზე ჩასარიცხი კანდიდატებისათვის

მოდულების დასკვნითი ტესტები

სარჩევი:

  1. კურსის მიმოხილვა
    1. კურსის ზოგადი აღწერილობა;
    2. კურსის მიზანი.
  2. კურსზე ჩარიცხვა /კურსიდან ამორიცხვა
    1. შესარჩევი კანდიდატები;
    2. მისაღები გამოცდები;
    3. კურსის განსაკუთრებული მოთხოვნები.
  3. შეფასება
    1. მსმენელის აკადემიური, დისციპლინარული შეფასება;
    2. მსმენელის შეფასება ფიზიკურ მომზადებაში.
  4. სასწავლო პროცესი
    1. დღის განრიგი და შიდა განაწესი
    2. სპორტი და გართობა
  5. ადმინისტრაციული საკითხები
    1. საცხოვრებელი პირობები;
    2. კურსზე მისაღები გამოცდებისათვის მოსამზადებელი საკითხები;
    3. რა უნდა იქონიოს მსმენელმა;
    4. პირადი შემადგენლობის შერჩევის გრაფიკი.
  6. დასაქმების სფერო

 

  1. კურსის მიმოხილვა
    1. კურსის ზოგადი აღწერილობა
      1. კურსის დასახელება: რეინჯერის  კურსი;
      2. კურსის კოდი: RC 7-19 (R-რეინჯერის, C-კურსი 2019 წელი, 7 ნაკადი);
      3. კურსის ხანგრძლივობა: პროგრამის შესაბამისად.
    2. კურსის მიზანი: კურსის მიზანია სამხედრო მოსამსახურეებს შესძინოს და გამოუმუშაოს საბრძოლო ოპერაციების ჩატარებისათვის აუცილებელი ცოდნა  და უნარები განსაკუთრებით რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, საომარ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.

  2. კურსზე ჩარიცხვა/კურსიდან ამორიცხვა
    1. შესარჩევი კანდიდატები:
      1. საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი სამხედროები;
      2. რეინჯერის კურსზე ჩაირიცხებიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ჩააბარებენ მისაღებ ტესტებს;
      3. კურსზე არ მიიღებიან უფროსი სერჟანტები, მასტერ სერჟანტები და ოფიცრები;
      4. ასაკობრივი ზღვარი 18 წლიდან 30 წლის ჩათვლით;
      5. კურსზე მიიღებიან ს/მოსამსახურეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ,,A’’ ვარგისია კატეგორიას.
    2. მისაღები გამოცდები:
      1. კომპლექსური ტესტირება, რომელიც შედგება ტოპოგრაფიის, საცეცხლესა და ტაქტიკის საკითხებით (მისაღები თეორიული ქულა 40);
      2. ფიზიკურ ტესტირებაში ასაკობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით მისაღები ქულა იქნება 60;
      3. ტესტირების მოთხოვნების 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში კურსზე ჩაირიცხება რეიტინგში პირველი 300 სამხედრო მოსამსახურე.
    3. განსაკუთრებული მოთხოვნები კურსის მსვლელობისას:
      1. მსმენელს კურსის მსვლელობისას ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას კურსის გაგრძელებაზე;
      2. მსმენელი რომელიც დატოვებს ნებისმიერ მოდულში კურსს საპატიო მიზეზის გამო, იგი 2 წლის განმავლობაში კურსზე დაიშვება შესარჩევი, ეგრეთწოდებული კარანტინის, ეტაპის გარეშე;
      3. ავადმყოფობის შემთხვევაში, მსმენელი კურსს გააგრძელებს ან შეწყვეტს ექიმის დასკვნის საფუძველზე;
      4. მსმენელი, რომელიც მიყოლებით გააცდენს საპატიო მიზეზის გამო 6 ფიზიკურ ვარჯიშს, მისი კუსიდან გარიცხვის საკითხს განიხილავს რეინჯერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორთა საბჭო;
      5. მსმენელი რომელიც, გააცდენს საპატიო მიზეზის გამო ფიზიკურ ვარჯიშს 10 დღის განმავლობაში მთლიანი კურსის მანძილზე, მისი კურსიდან გარიცხვის საკითხს განიხილავს რეინჯერთა მომზადების სკოლის, რეინჯერის კურსის ინსტრუქტორთა საბჭო;
      6. მსმენელი, რომელიც კურსის მანძილზე საპატიო მიზეზის გამო გააცდენს აკადემიური 18 საათზე მეტს ან 48 კალენდარულ საათს, მსმენელი გაირიცხება კურსიდან;
      7. მსმენელი რომელიც კურსის მანძილზე გამოტოვებს რომელიმე ღონისძიებას ან საველე სწავლებას, გაირიცხება კურსიდან;
      8. კურსის პირადი შემადგენლობის ერთობლივი ფიზიკური მომზადების ამაღლების მიზნით კურსის განმავლობაში ყოველდღიურად ჩატარდება ვარჯიშები (ფიზიკურ მომზადება და ხელჩართული ორთაბრძოლა) თვითმომზადების დროის ხარჯზე.

  3. შეფასება
    1. მსმენელის აკადემიური შეფასება:
      1. მოდულების დასკვნითი ტესტები;
      2. კომპლექსური დამამთავრებელი გამოცდა (ტესტური(შერეული),ფიზიკური მომზადების ტესტი, შემაჯამებელი სიტუაციური სწავლება);
      3. მსენელს ყველა ტესტი სწავლების განმავლობაში ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ გადალახავს 70 ქულიან ბარიერს;
      4. საველე ტესტის ჩავარდნის შემთხვევაში, მსმენელი გაირიცხება კურსიდან.
    2. მსმენელის შეფასება ფიზიკურ მომზადებაში:
      1. მსმენელის ფიზიკური მომზადების შეფასება განხორციელდება ,,ფიზიკურ მომზადებაში დარიგების“ შესაბამისად;
      2. მსმენელის ფიზიკური მომზადების შეფასებისათვის ტარდება მისაღები, სარეიტინგო  და გამოსაშვები ტესტები;
      3. ფიზიკური მომზადების ტესტი ასაკიდან გამომდინარე, გამსვლელი ქულა 80 ქულა.

  4. სასწავლო პროცესი
    1. დღის განრიგი და შიდა განაწესი: სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლის შინა განაწესის მიხედვით, კურსზე სასწავლო პროცესი წარიმართება ყოველდღიურად, შაბათი და კვირა გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის  საველე სწავლება.
    2. სპორტი და გართობა:
      1. კურსის პირადი შემადგენლობის ერთობლივი ფიზიკური მომზადების დონის ამაღლების მიზნით, კურსის განმავლობაში ჩატარდება ფიზიკური მომზადების ვარჯიშები ადმინისტრაციული დროის ხარჯზე;
      2. სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა.

  5. ადმინისტრაციული საკითხები
    1. საცხოვრებელი პირობები:
      1. რეინჯერის  კურსის განმავლობაში, მსმენელები იცხოვრებენ რეინჯერთა მომზადების სკოლის საერთო საცხოვრებელში;
      2. სამჯერადი კვება და სამედიცინო მომსახურება.
    2. რეინჯერის კურსზე მისაღები გამოცდისათვის მოსამზადებელი საკითხები:
      1. ტოპოგრაფია (სამხედრო ტოპოგრაფია წც 3-40-3)
        1. რა არის სამხედრო ტოპოგრაფია? სამხედრო ტოპოგრაფია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის ადგილმდებარეობასა და მასზე გაზომვის ხერხებს  სამხედრო მიზნებისთვის;
        2. რა არის რელიეფი? დედამიწის ზედაპირის უსწორმასწორობათა ერთობლიობა  რელიეფი ეწოდება;
        3. რა არის ადგილობრივი საგანი? ადგილობრივი საგანები არის ადგილმდებარეობის ტოპოგრაფიული ელემენტები გარდა რელიეფისა (ბუნებრივი და ხელოვნური ობიექტები), ნიადაგი და გრუნტები, მცენარეული საფარი, ჰიდროგრაფია, დასახლებული პუნქტები, საგზაო ქსელი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სოციალურ-კულტურული ობიექტები;
        4. რომელია რუქის ძირითადი ფერები? რუქაზე გამოყენებული ფერებია: შავი, წითელ-ყავისფერი, ლურჯი, მწვანე, ყავისფერი, წითელი;
        5. რა აღინიშნება რუქაზე ლურჯი ფერით? ლურჯი ფერით რუკაზე აღინიშნება ჰიდროგრაფია (მდინარეები, ტბები, ზღვები);
        6. რანდენია 50 გრადუსის უკუაზიმუტი? 50 გრადუსის უკუაზიმუტი არის 230 გრადუსი;
        7. რამდენი მეტრის ცდომილებას იძლევა 6 ნიშნა კორდინატი? 6 ნიშნა კორდინატის აღებისას წერტილი განისაზღვრება 100 მეტრის სიზუსტით;
        8. რამდენი მეტრის ცდომილებას იძლევა 8 ნიშნა კორდინატი? 8 ნიშნა კორდინატის აღებისას წერტილი განისაზღვრება 10 მეტრის სიზუსტით;
        9. რამდენი მეტრის ცდომილებას იძლევა 10 ნიშნა კორდინატი? 10 ნიშნა კორდინატის აღებისას წერტილი განისაზღვრება 1მეტრის სიზუსტით;
        10. ჩამოთვალეთ რელიეფის ძირითადი მახასიათებელები? რელიეფის ძირითადი მახასიატებლებია: მთა, უნაგირა, ხეობაქედი, ქვაბული;
        11. რა არის ჰორიზონტალები? ჰორიზონტალები (იზოჰიფსები) არის ხაზები რუკაზე, რომლებიც ზღვის დონიდან (მსოფლიო ოკეანის დონიდან) ერთ სიმაღლეზე მდებარე წერტილებს აერთებენ;
        12. რა მანძილი შეესაბამება 325 მეტრს 1: 25 000 მასშტაბის რუქაზე? 1,3  ს/მ
        13. რა არის რელიეფის კვეთის სიმაღლე? რელიეფის კვეთის სიმაღლე არის ორი მეზობელი მკვეთი სიბრტყის სიმაღლეთა სხვაობა. რუკაზე იგი გამოისახება როგორც სიმაღლეთა სხვაობა მომიჯნავე ჰორიზონტალებს შორის;
        14. რამდენი იქნება გამსხვილებულ ჰორიზონტალებს შორის ვერტიკალური მანძილი, თუ რელიეფის კვეთის სიმაღლე 20 მეტრია? 100 მ
        15. რას ეწოდება დირექციული კუთხე? დირექციული კუთხე არის კუთხე ღერძითი მერიდიანის (საკოორდინატო ბადის ვერტიკალური ხაზის ან მისი პარალელური ხაზის) ჩრდილო მიმართულებიდან მოცემულ წერტილამდე, რომელიც განისაზღვრება საათის ისრის მიმართულებით 00-დან  3600-მდე;
        16. რას გვიჩვენებს მასშტაბი? მასშტაბი უჩვენებს თუ რამდენჯერ არის შემცირებული რუკაზე გაზომილი ხაზის სიგრძე ადგილმდებარეობაზე გაზომილი შესაბამისი ხაზის სიგრძესთან შედარებით;
        17. რომელია მსხვილ მასშტაბიანი რუქები? 1:12 500; 1:25 000; 1:50 000.
        18. თუ 1: 50 000 მასშტაბის რუქაზე ხაზის სიგრძე 3 სმ-ია იგივე ხაზის სიგრძე 1: 25 000 მასშტაბის რუქაზე იქნება? 6 სმ
        19. როგორ აიღება გეოგრაფიული კოორდინატი? გეოგრაფიული კორდინატები არის კუთხური სიდიდეები (განედი და გრძედი), რომლებიც განსაზღვრავენ წერტილების მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე. წერტილების მდებარეობის განსაზღვრა კორდინატთა ამ სისტემაში ხდება გრინვიჩის მერიდიანისა და ეკვატორის მიმართ;
        20. როგორ აიღება მართკუთხა კოორდინატები? მართკუთხა კორდინატებს უწოდებენ ხაზოვან სიდიდეებს (აბსცისა და ორდინატა), რომელიც წერტილის მდებარეობას განსაზღვრავენ სიბრტყეზე. აიღება: ა) მარცხნიდან მარჯვნივ და ქვემოდან ზემოთ. ბ) დასავლეთიდან-აღმოსავლეთ და სამხრეთიდან-ჩრდილოეთით;
        21. რას უდრის 1: 50000 მაშტაბიან რუქაზე 1 სმ? 500 მ;
        22. რა ფართობს იკავებს საკოორდინატო ბადის ერთი  კვადრატი 1:50 000 მასშტაბის რუქაზე?  1კმ
        23. რომელია რელიეფის მეორე ხარისხოვანი ფორმები? კლდე, ქედის ტოტი, ღარტაფი;
        24. რას უჩვენებს კომპასის მაგნიტური ისარი ყოველთვის? მაგნიტურ ჩრდილოეთს;
        25. ჰორიზონტალების სახეები? გამსხვილებული ჰორიზონტალები,  შუალედური ჰორიზონტალები,  დამატებითი ჰორიზონტალები;

          შენიშვნა:  დანარჩენი 4 კითხვა იქნება რუქაზე ამოცანის ამოხსნა. კოორდინატების აღება, უკუაზიმუტით მესამე წერტილის პოვნა, ამ წერტილიდან მეოთხე წერტილის პოვნა აზიმუტით და მანძილით და მისი სიმაღლის განსაზღვრა.
      2. ტაქტიკური მომზადება ( ჯარისკაცის ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება. სწ. ათეული ოცეული)
        1. რა არის პატრულირება? პატრულირება არის ამოცანა, რომელიც ხორციელდება ინფორმაციის მოპოვების ან საბრძოლო ოპერაციების შესრულების მიზნით.
        2. ჩამოთვალეთ პატრულის სახეები?
          1. საბრძოლო პატრულირება;
          2. რეკოგნოსცირების პატრულირება.
        3. ჩამოთვალეთ საბრძოლო პატრულის სახეები
          1. რეიდის პატრული;
          2. ჩასაფრების პატრული;
          3. უსაფრთხოების პატრული.
        4. რა არის ჩასაფრება? ჩასაფრება არის შენიღბული პოზიციიდან მოძრავ ან დროებით გაჩერებულ ობიექტზე მოულოდნელი თავდასხმა.
        5. რა არის რეიდი? რეიდი არის მოწინააღმდეგის პოზიციებზე ან განლაგებაზე სპეციალური მიზნით (არა ტერიტორიის აღებისა და შემდგომში შენარჩუნება) მოულოდნელი თავდასხმა.
        6. რა არის რეკოგნოსცირების პატრული? ძირითადი ძალიდან გამოყოფილი პატრული, რომელსაც განზრახული აქვს მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხებასთან თავის არიდება და ინფორმაციის მოპოვება ან ადრე მოპოვებული ინფორმაციის დაზუსტება ეწოდება რეკოგნოსცირების პატრული.
        7. ჩამოთვალეთ რეკოგნოსცირების პატრულის სახეები
          1. რაიონის რეკოგნოსცირების პატრული;
          2. მარშრუტის რეკოგნოსცირების პატრული;
          3. ზონის რეკოგნოსცირების პატრული;
          4. წერტილოვანი რეკოგნოსცირების პატრული;
          5. სამეთაურო რეკოგნოსცირების პატრული;
          6. საკონტაქტო რეკოგნოსცირების პატრული;
          7. კვალზე მიყოლის პატრული;
          8. წარმომადგენლობითი პატრული.
        8. ჩამოთვალეთ ზონის რეკოგნოსცირების დროს ჯგუფების გადაადგილების მეთოდები
          1. გვირილას მეთოდი;
          2. ყუთის მეთოდი;
          3. პარალელური მარშრუტების მეთოდი;
          4. თანმიმდევრული სექტორების მეთოდი.
        9. ჩამოთვალეთ ჩასაფრების ტიპები
          1. წ ე რ ტ ი ლ ო ვ ა ნ ი;
          2. რ ა ი ო ნ უ ლ ი.
        10. ჩამოთვალეთ ჩასაფრების კატეგორიები დროის მიხედვით
          1. დ ა უ გ ე გ მ ა ვ ი  (სწრაფი);
          2. დ ა გ ე გ მ ი ლ ი  (მომზადებული).
        11. რით განსხვავდება ახლო და შორი ჩასაფრება?
          1. ახლო ჩასაფრება – არის წერტილოვანი ჩასაფრება, რომელშიც სასიკვდილო ზონა არის 50 მეტრზე ახლოს;
          2. შორი ჩასაფრება - არის წერტილოვანი ჩასაფრება, რომელშიც სასიკვდილო ზონა არის 50 მეტრზე შორს.
        12. ქვედანაყოფის რეაგირება ახლო ჩასაფრებაზე: ის ელემენტი რომელიც პირველი მოყვება ცეცხლში წვება და ყრის ხელყუმბარებს მოწინააღმდეგის მიმართულებით და აფეთქების თანავე გადადის იერიშზე.
        13. ქვედანაყოფის რეაგირება შორ ჩასაფრებაზე: ის ელემენტი რომელიც პირველი მოყვება ცეცხლში წვება და ხსნის ცეცხლს მოწინააღმდეგის მიმართულებით, ხოლო მეორე ელემენტი აკეთებს მანევრს.
        14. ჩასაფრების დროს ელემენტების პოზიციებზე განლაგების თანმიმდევრობა: უსაფრთხოების ელემენტი, საცეცხლე ელემენტი და მოიერიშე ელემენტი.
        15. რეიდის დროს ელემენტების პოზიციებზე განლაგების თანმიმდევრობა: უსაფრთხოების ელემენტი, საცეცხლე ელემენტი და მოიერიშე ელემენტი.
        16. პატრულის ძალთა სტრუქტურა ჩასაფრების დროს: უსაფრთხოების ელემენტი, საცეცხლე ელემენტი და მოიერიშე ელემენტი.
        17. ჩასაფრების დროს მოიერიშე ელემენტში შემავალი სპეც. ჯგუფები: მჩხრეკავი, ტყვეების ამყვანი, ამფეთქებელთა და სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
        18. პატრულის ძალთა სტრუქტურა რეკოგნოსცირების დროს: რეკოგნოსცირების ელემენტი და უსაფრთხოების ელემენტი.
        19. ჩამოთვალეთ ჩასაფრების ფორმები
          1. ხაზისებური წყობა;
          2. L ფორმის წყობა;
          3. V ფორმის წყობა;
          4. Z ფორმის წყობა;
          5. T ფორმის წყობა;
          6. სამკუთხედისებრი ჩასაფრების წყობა(ღია, დახურული);
          7. ყუთისებური (ოთხკუთხედისებური) წყობა.
        20. რა კითხვებს უნდა პასუხობდეს 5 პუნქტიანი მოულოდნელობის გეგმა?
          1. სად მივდივარ და რატომ?
          2. ვისთან ერთად მივდივარ და რამდენი?
          3. რამდენი ხნით მივდივარ(რომელ საათზე წავალ და რომელ საათზე დავბრუნდები)?
          4. რა მოხდება თუ თავის დროზე არ დავრუნდი?
          5. ბრძოლაში ჩაბმისას ჩემი და ჯგუფის მოქმედების ფორმა.
        21. ჯარისკაცის ინდივიდუალური გადაადგილების ხერხებია: ხოხვა, დაბალი ხოხვა და 3-5 წამიანი მოკლე გადარბენები.
        22. ტაქტიკური გადაადგილების ხერხებია: გადაადგილება, გადაადგილება დაფარვის ქვეშ და გადარბენა დაფარვის ქვეშ.
        23. რა დროს ვიყენებთ ტაქტიკური გადაადგილების ხერხს “გადარბენა დაფარვის ქვეშ”? როცა გარდაუვალია მოწინააღმდეგესთან შეხება.
        24. რა დროს ვიყენებთ ტაქტიკური გადაადგილების ხერხს ”გადაადგილება დაფარვის ქვეშ”? როცა მოსალოდნელია მოწინააღმდეგესთან შეხება.
        25.  ”გადარბენა დაფარვის ქვეშ” მეთოდებია: თანმიმდევრული და წინსწრებითი.
        26. ჯგუფის გადაადგილების წყობებია: სოლი და ხაზი
        27. ათეულის გადაადგილების წყობებია:
          1. ათეული კოლონაში, ჯგუფები სოლში;
          2. ათეული ხაზში;
          3. ათეული მოდიფიცირებულ სოლში;
          4. ათეული საბრძოლო ჯაჭვში.
        28. ოცეულის გადაადგილების წყობებია:
          1. ოცეული კოლონაში (ათეულები კოლონაში, ჯგუფები სოლში);
          2. ოცეული კოლონაში(ათეულები კოლონაში თითოთითოდ);
          3. ოცეული სოლში;
          4. ოცეული V-სებურად;
          5. ოცეული ეშელონისებურად (მარჯვნივ/მარცხნივ);
          6. ოცეული საბრძოლო ჯაჭვში(ათეულები კოლონაში, ჯგუფები სოლში);
          7. ოცეული საბრძოლო ჯაჭვში(ათეულები საბრძოლო ჯაჭვში).
        29. სახიფათო რაიონების მაგალითებია: გზა, ბილიკი, მდინარე, დასახლებული პუნქტი და ღია ტერიტორია.
        30. შეეკრების წერტილების სახეებია:
          1. საწყისი შეკრების წერტილი;
          2. მარშრუტზე შეკრების წერტილი;
          3. ობიექტთან შეკრების წერტილი;
          4. შემოსვლის შეკრების წერტილი;
          5. ახლო და შორი შეკრების წერტილი;
          6. საკონტრო შეკრების წერტილი.
        31. რა მანძილის დაშორებით ინიშნება ობიექტთან შეკრების წერტილი ობიექტიდან (შეზღუდული და შეუზღუდავი ხილვადობის პირობებში)? 100-200 მ. შეზღუდული და 200-400 შეუზღუდავი.
        32. რა მანძილის ინტერვალებით ინიშნება მარშრუტზე შეკრების წერტილები? 100-500 მ.
        33. სად ინიშნება საწყისი შეკრების წერტილი? საწყისი შეკრების წერტილი ინიშნება საკუთარი ძალების ხაზს შიგნით, სადაც ქვედანაყოფმა შეიძლება მოახდინოს ხელახალი შეკრება და ძალთა გადაჯგუფება, თუ მათ მოუწევს მტერთან შეხება საკუთარი ძალების ხაზიდან გასვლისას ან მარშრუტზე შეკრების პირველ წერტილთან მისვლამდე.
        34. სად ინიშნება შემოსვლის შეკრების წერტილი? შემოსვლის შეკრების წერტილი ინიშნება მხედველობის, ხმისა და მსუბუქი იარაღის ეფექტური ცეცხლის მანძილზე შორს იმ ქვედანაყოფებიდან, რომელშიც ოცეული უნდა დაბრუნდეს.
        35. რა არის საკონტროლო შეკრების წერტილი და მისი მიზანი? საკონტროლო წერტილი გამოიყენება ადგილმდებარეობის რუქასთან შედარებისათვის და საკუთარი ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად.
        36. რა არის ახლო და შორი შეკრების წერტილი? ეს შეკრების წერტილები არის როგორც სახიფათო ზონის ახლოს, ისე შორს. თუ ოცეული სახიფათო ზონის გადალახვისას შევა მოწინააღმდეგესთან შეხებაში და დაკარგავს კონტროლს, ორივე მხარეზე მყოფი ჯარისკაცები გადაადგილდებიან მათთვის უახლოესი შეკრების წერტი­ლისკენ.
        37. რა მახასიათებლების მატარაბელი უნდა იყოს შეკრების წერტილებისათვის შერჩეული ადგილმდებარეობა?
          1. ადვილად ამოსაცნობია;
          2. არის საკმაოდ დიდი ფართობის ქვედანაყოფის თავიმოყრისათვის;
          3. იძლევა საფარსა და შენიღბვას;
          4. იძლევა მცირე დროით თავდაც­ვის საშუალებას;
          5. მდებარეობს მოძრაობის ჩვეუ­ლებ­­­რივი მარშრუტისგან და გა­მოკ­ვეთილი ადგილმდებარეობის ბუნებრივი ხაზისგან მოშორებით.
        38. რა არის საპატრულო ბაზა? საპატრულო ბაზა არის სპეციალურად მოწყობილი პოზიცია, სადაც ათეული ან ოცეული ჩერდება დიდი ხნით.
        39. რა მიზნით იკავებს ქვედანაყოფი საპატრულო ბაზას?
          1. მოწინააღმდეგის მიერ ჩვენი აღმოჩენის თავიდან აცილების მიზნით, ყველანაირი გადაადგილების შესაწყვეტად;
          2. მიზნის რაიონის ხანგრძლივი, დეტალური რეკოგნოსცირებისას თა­ვის შესაფარებლად;
          3. საკვების მისაღებად, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გა­საწმენდად, დასასვენებლად;
          4. დაგეგმისათვის და ბრძანების გასაცემად;
          5. მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შეჟონვის შემდეგ ძალთა გადაადგილებისათვის;
          6. ბაზის შესაქმნელად, რომლიდანაც განხორციელდება თანმი­მდევრული ან ერთდროული ოპერაციები, როგორიცაა: ჩასაფრება, რეი­დი, რეკოგნოსცირება ან უსაფრთხოება.
        40. მაქსიმუმ რამდენი ხნით იკავებს ქვედანაყოფი საპატრულო ბაზას? მაქსიმუმ 24 საათით.
        41. რა მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს საპატრულო ბაზისთვის შერჩეული ადგილმდებარეობა?
          1. მოწინააღმდეგისთვის უნდა გააჩნდეს მცირე ტაქტიკური ფასეულობა;
          2. უნდა იმყოფებოდეს გამოკვეთილი ადგილმდებარეობის ძირითადი ხაზებიდან მოშორებით;
          3. ხელს უნდა უშლიდწს ფეხით გადაადგილებას (ხშირი მცენარეული საფარი,  უპირატესად ბუჩქები და ხეები);
          4. ახლოს უნდა იყოს წყლის რესურსთან;
          5. უნდა იძლეოდეს მცირე დროით თავდაცვის შესაძლებლობას;
          6. უნდა იძლეოდეს დაფარვისა და შენიღბვის კარგ საშუალებას.
        42. რა ფორმის საპატრულო ბაზას იკავებს ოცეული? სამკუთხედისებურს.
      3. საცეცხლე მომზადება (ჯარისკაცის ინდივიდუალური საბრძოლო მომზადება. სწ. 7-10)
        1. АКМ  ტყვიის საწყისი სიჩქარე715 მეტრი წამში;
        2. ПК სროლის ტემპი წუთში - 650-750 გასროლა წუთში;
        3. РПК  ტყვიის საწყისი სიჩქარე - 745 მეტრი წამში;
        4. რამდენი ვაზნის გასროლის შემდეგ იცვლება ლულა ПКM-ს?400 ვაზნის გასროლის შემდეგ;
        5. ПМ-ის ეფექტური სროლის მანძილი50 მეტრამდე;
        6. ავტომატ АК-74-დან მორბენალ ფიგურაში პირდაპირი გასროლის მანძილი625 მეტრი;
        7. კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევი РПК -74-დან - მორბენალ ფიგურაში პირდაპირი გასროლის მანძილი640 მეტრი;
        8. რა ძალები მოქმედებს ტყვიაზე ჰაერში ფრენისას?მიზიდულობის ძალა და ჰაერის წინააღმდეგობის ძალა;
        9. რა საფეხურებად იყოფა ბალისტიკა?შიდა ბალისტიკა და გარე ბალისტიკა;
        10. PПГ-7-ის სროლისას რამდენი მეტრის უკან არ უნდა იყოს წინაღობა?2 მეტრი;
        11. PПГ-7-ის სამიზნე მანძილი500 მეტრი;
        12. РГД-5-ის ტიპიშეტევითი;
        13. Ф-1-ის ტიპითავდაცვითი;
        14. Ф-1-ის ნამსხვრევების გაფანტვის რადიუსი200 მეტრი;
        15. ГП-25-ის მაქსიმალური სამიზნე მანძილი400 მეტრი;
        16. ავტომატ АКМ-ის 100 მეტრზე ნორმალურ მოხვედრებამდე მიყვანისას სამი  ნატყვიარის გაფანტვის გაბარიტი ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, თუ არ აღემატება15 სანტიმეტრს;
        17. რა ეწოდება ლულაში ველებს შორის მანძილს? ნაჭდევი;
        18. კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევი РПК-დან სამკერდე ფიგურაში პირდაპირი გასროლის მანძილი - 365 მეტრი;
        19. 7,62 მმ ავტომატ АКМ-დან ნასროლი ტყვია სასიკვდილო ძალას ინარჩუნებს - 1500 მეტრზე;
        20. კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი ПКM  -დან ნასროლი ტყვია სასიკვდილო ძალას ინარჩუნებს - 3800 მეტრზე;
        21. კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი ПК-დან სამკერდე ფიგურაში პირდაპირი გასროლის მანძილი - 420 მეტრი;
        22. სად არის  მოთავსებული დამრტყმელი მექანიზმი АКМ-ში? ლულის კოლოფში;
        23. ვაზნებით აღჭურვილი იარაღის (ПМ) წონა - 810 გრამი;
        24. СВД-ს პირდაპირი გასროლა სამკერდე ფიგურაში - 430 მეტრი;
        25. ПКM-ის წონა ვაზნების გარეშე - 7,5 კილოგრამი;
        26. СВД-ს წონა ვაზნების გარეშე - 4,3 კილოგრამი;
        27. AKM-ის წონა ვაზნებით - 3,6 კილოგრამი;
        28. PПГ-7-ის წონა სამიზნის გარეშე - 5,8 კილოგრამი;
        29. Ф-1-ის წონა - 600 გრამი;
        30. РГД-5-ის წონა - 310 გრამი;
        31. ავტომატის M-4-ის კალიბრი - 5,56 X 45 მმ;
        32. ავტომატის M-4-ის  სწრაფსროლა - 700-900 გასროლა წუთში;
        33. ავტომატის M-4-ის ტყვიის M-193 საწყისი სიჩქარე - 935 მ/წმ;
        34. ავტომატის M-4-ის ტყვიის M-855 საწყისი სიჩქარე - 887 მ/წმ;
        35. ავტომატის M-4-ის  ტვიის მაქსიმალური ფრენის მანძილი - 3600 მ;
        36. ავტომატის M-4-ის წონა მჭიდის გარეშე - 2,720 კგ;
        37. ავტომატის M-4-ის წონა მჭიდით - 2,850 კგ;
        38. ავტომატის M-4-ის  სიგრძე გაშლილი კონდახით - 85 სმ;
        39. ავტომატის M-4-ის  სიგრძე დაკეცილი კონდახით - 76,8 სმ.
    3. რეინჯერის კურსზე ჩარიცხულ მსმენელს მიეცემა ჩამონათვალი, თუ სად, როდის უნდა გამოცხადდეს და თან რა უნდა იქონიოს.

  6. დასაქმების სფერო:
    1. სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერის ასეულში მსახური;
    2. რეინჯერის კურსგავლილ სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური ოპერაციების ძალებში დანიშვნის შემდეგ მიეცემა სახელფასო დანამატი 250 ლარი, ასევე მიიღებენ საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამით (GDRP) გათვალისწინებულ წოდებრივ სახელფასო დანამატს.