სიახლეები

15 ივლისი 2022

ბრიტანელი გენერალ-მაიორის ჯერალდ სტრიკლენდის ვიზიტი

2022 წლის 14 ივლისს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა ვაშლიჯვარში სამუშაო ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდა ბრიტანეთის მე-6 დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ჯერალდ სტრიკლენდი, რომელსაც სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის და საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ორმხრივი თანამშრომლობა, მიმდინარე პროექტების შეფასება და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით განხორციელებულ ტანკსაწინააღმდეგო სისტემის (Javelin) გამოყენების კურსზე, რომელშიც წარმატებით იყვნენ ჩართული სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები.

ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის ძალისხმევა რომელიც მიმართულია სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის შესაძლებლობების განვითარებაზე და სპეციალური ოპერაციების სნაიპერთა მომზადების სკოლის მოდერნიზებაზე.