სიახლეები

10 დეკემბერი 2021

პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის ვიზიტი

პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური ბრიგადის გენერალი სლავომირ დრუმოვიჩი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებში. პოლკოვნიკ თ. ყლატეიშვილთან შეხვედრისას ბრიგადის გენერალმა დრუმოვიჩმა ყურადღება გაამახვილა პოლონეთისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განსაზღვრულ სამომავლო გეგმებზე. ასევე, ხაზი გაუსვა სამომავლო პერსპექტივებს პოლკოვნიკმა თ. ყლატეიშვილმა და აღნიშნა, რომ პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა მნიშვნელოვნია საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესების საქმეში.