სიახლეები

5 სექტემბერი 2018

ნორვეგიის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის ვიზიტი

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნორვეგიის სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ტორგიერ გროთრუდი ესტუმრა. ნორვეგიულ დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლა. გენერალ-მაიორ ტორგიერ გროთრუდთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე ნატოს პროექტებში ნორვეგიული მხარის ჩართულობასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ რეფორმებს. 

შეხვედრას გენერალური შტაბის J3 ოპერატიული დაგეგმვის დეპატრამენტის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ. 

ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი მოინახულა.