სიახლეები

9 აგვისტო 2021

პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის ვიზიტი

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ვაშლიჯვრის ბაზაზე საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს ბრიგადის გენერალ სლავომირ დრუმოვიჩს შეხვდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებებით მიღწეული პროგრესის შეფასებას. აღსანიშნავია, რომ პოლონური მხარე მონაწილეობას იღებდა საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სწავლებაში „Agile Spirit – 2021“, რომლისადმი მიძღვნილ საპატიო სტუმართა დღეს დაესწრო ბრიგადის გენერალი დრუმოვიჩი პოლკოვნიკ ყლატეიშვილის მანსპინძლობით. პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალები აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან მისი ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით. პოლკოვნიკ ყლატეიშვილთან შეხვედრისას ბრიგადის გენერალ დრუმოვიჩის მიერ გამოიხატა დიდი სურვილი საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

ვიზიტის დასასრულს მოხდა საჩუქრების გადაცემა და ბრიგადის გენერალ დრუმოვიჩის მიერ საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამახსოვრო წიგნში ისტორიული ჩანაწერის დატოვება.