სიახლეები

9 აგვისტო 2021

რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის ვიზიტი

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ვაშლიჯვრის ბაზაზე საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს გენერალ-მაიორ ტიბერიუ დაციან სერბანს შეხვდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებებით მიღწეული პროგრესის შეფასებას. აღსანიშნავია, რომ რუმინული მხარე მონაწილეობას იღებდა საქართველოს სპეცილური ოპერაციების ძალების მიერ ჩატარებულ სნაიპერთა მომზადების პროგრამაში და ჩართული იყო მრავალეროვნულ სწავლებაში „Agile Spirit – 2021“, რომლისადმი მიძღვნილ საპატიო სტუმართა დღეს დაესწრო გენერალ-მაიორი სერბანი პოლკოვნიკ ყლატეიშვილის მანსპინძლობით. რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალები აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან  სხვადასხვა მიმართულებებზე მისი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით. პოლკოვნიკ ყლატეიშვილთან შეხვედრისას გენერალ-მაიორი სერბანის მიერ გამოიხატა დიდი სურვილი და ინტერესი საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

ვიზიტის დასასრულს მოხდა საჩუქრების გადაცემა და გენერალ-მაიორი სერბანის მიერ საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამახსოვრო წიგნში ისტორიული ჩანაწერის დატოვება.