სიახლეები

31 ოქტომბერი 2018

ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსი სპეციალური ოპერაციების ძალებს და JTEC-ს ესტუმრა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ლეონიდს კალნინსმა სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მოინახულა. ლატვიელ გენერალს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ლატვიისა და საქართველოს სპეციალურ ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებსა და ორმხრივ გაცვლით სწავლებებზე ისაუბრეს. გენერალ-ლეიტენანტმა ბაზაზე არსებული შეიარაღება და აღჭურვილობაც დაათვალიერა.

დღესვე გენერალ-ლეიტენანტმა ლეონიდს კალნინსმა  კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრი  (JTEC)  დაათვალიერა. JTEC-ის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ ლატვიელ სტუმარს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობის, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. მხარეებმა 2018 წლის ექსპერტების საგანმანათლებლო კუთხით წლიური ვიზიტები შეაჯამეს, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალში.  საუბარი ასევე, შეეხო  2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.  შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ლატვიის მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების განხორციელების საკითხში.

ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი ბათუმში  „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“  (GDSC)  დაესწრება. გენერალი-ლეიტენანტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასაც  მოინახულებს და აჭარის რეგიონში სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე გამოფენილ  ტექნიკასაც დაათვალიერებს.