სიახლეები

1 ივნისი 2021

საზღვაო სპეციალური დანიშნულების ასეული 15 წლის გახდა

საზღვაო სპეციალური დანიშნულების ასეული 15 წლის გახდა. 2006 წლის 1 ივნისს იმდროინდელი სპეციალური დანიშნულების ბრიგადის შემადგენლობაში საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი ჩამოყალიბდა. საზღვაო კომპონენტის შემატებით სპეციალური დანიშნულების ბრიგადამ დამატებითი შესაძლებლობები შეიძინა და გააფართოვა სპეციალური ოპერაციების ჩატარების არეალი. დღეს საზღვაო სპეციალური დანიშნულების ასეული ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფია სპეციალური ოპერაციების ძალებში, რომელსაც საზღვაო ოპერაციებთან ერთად იგივე დავალებების შესრულება შეუძლია, რასაც სახმელეთო სპეციალური დანიშნულების მებრძოლები ასრულებენ.