სპეციალური ოპერაციების ძალების 21 წლის იუბილე აღინიშნა ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე. პირად შემადგენლობას იუბილე ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა და სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალებს განსაკუთრებული როლი უჭირავს ქვეყნის თავდაცვის საქმეში, რაც მათ არაერთხელ დაამტკიცეს. საიუბილეო ღონისძიებაზე ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ სპეციალური ოპერაციების ძალების 8 სამხედრო მოსამსახურე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისა და პროფესიონალიზმისათვის ცეცხლსასროლი იარაღით დააჯილდოვა. ასევე, მან თავდაცვის მინისტრის სახელით პირად შემადგენლობას მაჯის საათები გადასცა.