სიახლეები

18 ნოემბერი 2020

„გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების“ დასრულება

რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მაიორ გ. ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სნაიპერთა მოსამზადებელ სკოლას შორის 19 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“, რომლის ფარგლებშიც სნაიპერთა მოსამზადებელმა სკოლამ რუმინელ მებრძოლებს ერთთვიანი სნაიპერული კურსი ჩაუტარა, რომელიც მოიცავდა სნაიპერულ ტაქტიკას, სამიზნის დაზიანებას სხვადასხვა დისტანციაზე და სამთო სროლებს.