სიახლეები

4 აპრილი 2020

სნაიპერთა მომზადების კურსი დასრულდა

სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში  სნაიპერთა მომზადების რიგით 22-ე კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. კურსი, რომელიც 2 თვე გაგრძელდა, მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. კურსის დასრულება სამხედროებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თ. ყლატეიშვილმა მიულოცა და კურსდამთავრებულებს ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.