სიახლეები

22 მარტი 2020

სამუშაო შეხვედრა

ამა წლის 4 და 5 მარტს საქართველოს სპეციალური ოპერციების ძალებმა ნატოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.  აღნიშნულ შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი  თემა იყო საქართველოს  სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების განვითარება. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე, სამომავლო გეგმებზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტიტუციონალურ განვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს. განისაზღვრა დავალებები და დაიგეგმა სამომავლო სამუშაო შეხვედრები.                                                                                                                                                                                                            პოლკოვნიკმა თ. ყლატეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ნატოს ქვეყნების  აქტიური ჩართულობის როლი და მნიშვნელობა საქართველოს  სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების განვითარებაში, რისთვისაც ნატოელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნული თანამშრომლობის მომავალში უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.