სიახლეები

24 ნოემბერი 2019

სნაიპერის პროფესიული დღე

სნაიპერის პროფესიული დღე აღინიშნა სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მუხროვანში, სადაც მოწვეულნი იყვნენ სხვა და სხვა ქვედანაყოფის სნაიპერები. პირად შემადგენლობას გამოეცხადათ მადლობები, გადაეცათ საპატიო სიგელები და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სამხედრო მოსამსახურეები ტაბელური იარაღით დააჯილდოვა.