სიახლეები

4 ნოემბერი 2019

აშშ-ის სპეცოპერაციების ევროპული სარდლობის მეთაურის ვიზიტი

სპეციალური ოპერაციების ძალებს აშშ-ის სპეცოპერაციების ევროპული სარდლობის მეთაური გენერალ მაიორი Kirk SMITH ესტუმრა, რომელსაც თან ახლდა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი გენერალ მაიორი ზაზა ჩხაიძე. აღნიშნულ შეხვედრას  აშშ-ის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი Stephanie BAGLEY ესწრებოდა. სპეციალური ოპერაციების ძალების მხრიდან პრეზენტაციის სახით ჩატარდა გაცნობითი ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა მიმდინარე აქტივობებს და სამომავლო განვითარების გეგმებს. საუბარი ასევე შეეხო სპეციალური ოპერაციების ძალების ეფექტურ გამოყენებას ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე საპასუხოდ.