სიახლეები

17 სექტემბერი 2019

ესტონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლის ვიზიტი

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მათაურმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალს ვიცე პოლკოვნიკ მარგუს კულს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვედანაყოფებს შორის გამოცდილების გაზიარებას. პრეზენტაციისა და დისკუსიების დასრულების შემდეგ ესტონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალმა ბაზა დაათვალიერა.