სიახლეები

15 აგვისტო 2019

რუმინეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურის ვიზიტი

რუმინეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური ბრიგადის გენერალი Tiberiu-Dacian SERBAN სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს ესტუმრა.

            ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და რუმინეთის სპეცოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ერთობლივი აქტივობების მიმოხილვა და მიღწეული პროგრესის შეჯერება.

            აღსანიშნავია, რომ რუმინული დელეგაციის მიერ გამოიხატა დიდი ინტერესი სოძ-ში მიმდინარე განვითარების პროცესებთან დაკავშირებით და გამოითქვა სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი.

            პრეზენტაციისა და დისკუსიების დასრულების შემდგომ მოხდა ბაზის დათვალიერება და წვრთნებზე დასწრება.