სიახლეები

26 მარტი 2019

ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი მარტინ ჰერემი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად სპეციალური ოპერაციების ძალებს ესტუმრა. თავდაპირველად იგი გაეცნო სპეციალური ოპერაციების ძალების ისტორიას, სტრუქტურას და სამომავლო გეგმებს. შემდგომში კი დაათვალიერა დისლოკაციის ადგილი, შეიარაღება და აღჭურვილობა. მხარეებმა ყურადღება სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობაზე გაამახვილეს.