საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებს დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე მიულოცა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების და IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერით, „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ დაასრულეს. კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე გაიმართა.
სპეციალური ოპერაციების ძალების უწყებათშორისი სწავლების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ერთობლივ წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმი მონაწილეობდნენ. ქართული ქვედანაყოფების მომზადება ევროპაში აშშ-ის სპეცდანიშნულების ინსტრუქტორების მონაწილეობით განხორციელდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ლეონიდს კალნინსმა სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მოინახულა. ლატვიელ გენერალს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ლატვიისა და საქართველოს სპეციალურ ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო გეგმებსა და ორმხრივ გაცვლით სწავლებებზე ისაუბრეს. გენერალ-ლეიტენანტმა ბაზაზე არსებული შეიარაღება და აღჭურვილობაც დაათვალიერა.