კურსები

რეინჯერის კურსი

კურსის მიმოხილვა

       რეინჯერის კურსი არის 22 კვირიანი სამხედრო ლიდერის კურსი რომელიც ორიენტირებულია მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკაზე. კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები შეისწავლიან საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემო პირობებში ოპერაციების ჩატარებას და განიმტკიცებენ ლიდერის მიერ ქვედანაყოფის ეფექტური მართვისა და კონტროლისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. აღნიშნული კურსი ტარდება სპეციალური ოპერაციების ძალების მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში (მუხროვანი).

        რეინჯერის კურსი მნიშვნელოვანი საწინდარია წარმატებული სამხედრო კარიერის შასაქმნელად. წარმატებული კურსანტები გახდებიან ელიტური სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლები და ისარგებლებენ მაღალი ანაზღაურებით. კურსის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები დასაქმდებიან რეინჯერთა ქვედანაყოფში, ხოლო შერჩეული პირადი შემადგენლობა სწავლას გააგრძელებს სპეციალური დანიშნულების კურსზე. მომავალში მათ შეასაძლებლობა ექნებათ გაიარონ საპარაშუტო მომზადების კურსი, მებრძოლი მყვინთავისა და სნაიპერთა მომზადების კურსები.

 

კურსზე ჩარიცხვა

       რეინჯერის კურსი იწყება 2019 წლის 13 მაისს. კურსზე მიიღებიან 18 - 30 წლის ასაკის მამრობითი სქესის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში და აკმაყოფილებენ ,,A ვარგისია” კატეგორიას (გარდა უფროსი სერჟანტების, მასტერ სერჟანტების და ოფიცრების). რეინჯერის კურსზე ჩაირიცხებიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გაივლიან ტესტირებას და დააკმაყოფილებენ სავალდებულო კრიტერიუმებს (იხილეთ „გზამკვლევი რეინჯერის კურსზე ჩასარიცხი კანდიდატებისათვის“). კურსზე მისაღები ტესტირებები ჩატარდება ამა წლის 1 აპრილიდან 25 აპრილამდე (შაბათ-კვირის ჩათვლით), როგორც ფიზიკურ მომზადებაში, ასევე ქვემოთ დასახელებულ სამხედრო დისციპლინებში:

  1. ტოპოგრაფია;
  2. ტაქტიკა;
  3. საცეცხლე.

         

 

გზამკვლევი რეინჯერის კურსზე ჩასარიცხი კანდიდატებისათვის

 

კონტაქტი: (+995) 577-19-49-08