კურსები

საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი

  კურსის მიმოხილვა

  სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე კანდიდატების მიღება 2020 წელს დასრულებულია. 

      საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ რეკრუტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გაიარონ რეინჯერის, საპარაშუტო და სპეციალური დანიშნულების კურსები და გახდნენ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მებრძოლები.

       შეგახსენებთ კურსზე მისაღებ კრიტერიუმებს: კურსზე მიიღებიან 18-30 წლის ასაკის სამოქალაქო პირები, რომლებსაც არ უმსახურიათ თავდაცვის ძალებში, ან დათხოვნილი არიან თავდაცვის ძალებიდან (საკონტრაქტო სამსახურიდან: 2 წელი და მეტი, სავალდებულო სამსახურიდან: 6 თვე და მეტი) გაივლიან საკონტრაქტო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის პროგრამას, რომელიც მოიცავს 10 კვირას. იმისათვის რომ ჩაირიცხონ BCT-ის კურსზე მოქალაქეებმა უნდა ჩააბარონ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტი, ასევე გაიარონ სამხედრო სამედიცინო კომისია. 

     BCT-ის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ რეკრუტები დაინიშნებიან თავდაცვის ძალების დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით. თავდაცვის ძალებში დანიშნული კანდიდატები, რომლებსაც სურვილი ექნებათ გაიარონ რეინჯერის, საპარაშუტო, სპეციალური დანიშნულების კურსები და იმსახურონ სპეციალური ოპერაციების ძალებში, მივლინებული იქნებიან მუხროვანის სამხედრო ბაზაზე რეინჯერის მომზადების კურსზე. პირადი შენადგენლობა, რომელიც ვერ გაივლის (შეწყვიტავს რაიმე მიზეზით) რეინჯერის მომზადების კურსს, დაბრუნდება იმ ქვედანაყოფში, სადაც ის იყო დანიშნული თავდაცვის ძალების მასშტაბით (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით).                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევბს ეუფლება და მომზადებას გადის სამხედრო დისციპლინებში:

  • ტაქტიკური მომზადება;
  • სამხედრო-საინჟინრო მომზადება;
  • მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა;
  • ზოგადი საკითხები;
  • ფიზიკური მომზადება;
  • სამხედრო-სამედიცინო მომზადება (თეორია და პრაქტიკა);
  • საერთო-საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები;
  • სამწყობრო მომზადება;
  • კავშირგაბმულობა;
  • საცეცხლე მომზადება (თეორია და პრაქტიკა);
  • სამხედრო ტოპოგრაფია.

კურსზე ჩარიცხვა

რეგისტრაციის გავლისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
  • ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
  • სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი.

 

საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად:

  • ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში);
  • გასაწვევი პირის განცხადება;
  • ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში);
  • ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
  • ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი;
  • შვილების დაბადების მოწმობის ასლი;
  • ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
  • მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული);
  • ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი, დიფტერია);
  • ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული);
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
  • ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ);
  • შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • მიღებული სერთიფიკატის ასლი;
  • სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი);
  • ფოტოსურათი 3x4 – 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD);

 

BCT-ის კურსზე მისაღები კანდიდატების რეგისტრაცია და საბუთების მიღება წარმოებს ქვემოთ მითითებულ მისამართებზე:

  1. ქ. თბილისი. სპეციალური ოპერაციების ძალები. ვაშლიჯვარი T 595 05 28 52;
  2. ქ. თბილისი. ეროვნული გვარდია. გორგასლის ქუჩა T 595 06 03 44;
  3. ქ. თელავი. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა. თამარის ქუჩა N36;
  4. ქ. ახალქალაქი. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი. კოსტავას ქუჩა;
  5. ქ. გორი. I ქვეითი ბრიგადა. ცხინვალის გზატკეცილი;
  6. ქ. ქუთაისი. III ქვეითი ბრიგადა. ახალგაზრდობის გამზირი, I შესახვევი;
  7. ქ. ქობულთი. სპეციალური ოპერაციების ბატალიონი (დასავლეთი);
  8. ქ. ბათუმი. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადა. ადლიის ქუჩა N76 ;
  9. მუხროვანი. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი T 577 19 48 92.

რეგისტრაციის შემდეგ, მსმენელი ინფორმირებული იქნება BCT-ის კურსის გასავლელად სად და როდის უნდა გამოცხადდეს და თან რა უნდა იქონიოს.

სამოქალაქო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია   BCT / რეინჯერის / სპეციალური დანიშნულების კურსებისათვის ივნისის ჩათვლით.

 

რეინჯერის, საპარაშუტო და სპეციალური დანიშნულების კურსები

         რეინჯერის მომზადების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 22 კვირას. 2020 წელს რეინჯერის კურსზე მიიღებიან 18 - 30 წლის ასაკის თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ,,A ვარგისია” კატეგორიას. რეინჯერის მომზადების კურსზე ჩაირიცხებიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დააკმაყოფილებენ სავალდებულო კრიტერიუმებს (კურსის დაწყებამდე კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში და უნარ-ჩვევებში).   

        რეინჯერის კურსის დასრულების შემდეგ პირადი შემადგენლობა გაივლის საპარაშუტო მომზადების კურსს და სწავლას გააგრძელებს სპეციალური დანიშნულების კურსზე (39 კვირა). წარმატებული კურსანტები გახდებიან რჩეული სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლები და ისარგებლებენ მაღალი ანაზღაურებით. მომავალში მათ შეასაძლებლობა ექნებათ გაიარონ მებრძოლი მყვინთავის კურსი, სნაიპერთა მომზადების კურსი და პირადი დაცვის კურსები.

 

ანაზღაურება და სოციალური მხარდაჭერა

  • საწყისი დარიცხული ხელფასი 1075 ლარი;
  • რეინჯერის და სპეციალური დანიშნულების კურსის გავლის შემდეგ დანამატი 450 ლარი;
  • ოფიცერს 5 წლის და სერჟანტს 8 წლის მსახურის შემდეგ სპეციალური დანიშნულების კურსის დანამატი (450 ლარი) უნარჩუნდება თავდაცვის ძალების მასშტაბით;
  • სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით;
  • დამატებით მეორე და ყოველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ ჯარისკაცი ერთჯერადად ბონუსის სახით 7000 ლარს მიიღებს;
  • სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფილი იქნება:
    • თანამედროვე აღჭურვილობით;
    • მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით;
    • ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
  • სამსახურის ადგილებში გადანაწილების დროს მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპები ჯარისკაცის საცხოვრებელი ადგილების მიხედვით.

 

კონტაქტი: T  577194892