კურსები

რეინჯერის პროგრამა

 

       რეინჯერის პროგრამის დაწყება დაგეგმილია 2022 წლის 14 მარტს. მისაღები ტესტირება ჩატარდება ა/წლის 7 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით ქობულეთისა და მუხროვანის სამხედრო ბაზებზე 09:00-18:00 საათებში, ხოლო 12 თებერვალს ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე 09:00-18:00. 

       რეინჯერის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 18 კვირას. რეინჯერის პროგრამაზე მიიღებიან 18 - 30 წლის ასაკის თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ,,A ვარგისია” კატეგორიას. რეინჯერის პროგრამაზე ჩაირიცხებიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დააკმაყოფილებენ სავალდებულო კრიტერიუმებს (კურსის დაწყებამდე კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში და უნარ-ჩვევებში).         

პროგრამის მიზანი

      რეინჯერის პროგრამის მიზანია სამხედრო მოსამსახურეებს შესძინოს და გამოუმუშაოს საბრძოლო ოპერაციების ჩატარებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები, განსაკუთრებით რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემო პირობებში.       

    რეინჯერის პროგრამა მნიშვნელოვანი საწინდარია წარმატებული სამხედრო კარიერის შასაქმნელად. აღნიშნული პროგრამა ტარდება სპეციალური ოპერაციების ძალების მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრში. რეინჯერის პროგრამის დასრულების შემდეგ პირადი შემადგენლობა გაივლის საპარაშუტო მომზადების პროგრამას და სწავლას გააგრძელებს სპეციალური დანიშნულების პროგრამაზე.