კურსები

სპეციალური დანიშნულების კურსი

კურსის მიზანი

       სპეციალური დანიშნულების კურსი არის სამხედრო ლიდერის კურსი რომელიც ორიენტირებულია მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკაზე. კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები შეისწავლიან საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემო პირობებში ოპერაციების ჩატარებას და განიმტკიცებენ ლიდერის მიერ ქვედანაყოფის ეფექტური მართვისა და კონტროლისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. კურსი ამზადებს სპეციალური ოპერაციების მებრძოლებს.

       წარმატებული კურსანტები გახდებიან რჩეული სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლები და ისარგებლებენ მაღალი ანაზღაურებით. მომავალში მათ შეასაძლებლობა ექნებათ გაიარონ მებრძოლი მყვინთავის კურსი, სნაიპერთა მომზადების კურსი და პირადი დაცვის კურსები.